წერილი

წერილი
I. ანბანი, ასოები (შავთ. 78, 84), письмена.
II. წერილი
ქარტა, აღწერილი მელნითა და კალმითა, გინა ბეჭდის ტჳფარი (მატ. 22, 29), письмо, писание. საღვთო წერილი არს ძველისა და ახლის აღთქმის წიგნნი, ხოლო თარგმანებანი მათნი და რაჲცა ეკლესიათა შინა იხმარების არს საეკლესიო და მსოფლიურთა ეწოდების გარეშე, ხოლო სჯულის დებასა საეკლესიოსა - სჯულის კანონი და სამოქალაქოსა - სამართლის წიგნი. კუალად არიან წერილნი: ენდალმა უაღრესთაგან ხარისხის ბოძებისა; პატრუცაგი მეფისგან მეფესთან მიწერილობა; როარტაგი თათრულად იერლაყი და ოქმი შეუცვალებელი ბრძანების წერილი უაღრესთა; სიგელი მეფეთაგან მინიჭებისა, საბოძვარისა და მამულების წერილი; გუჯარი ეკლესიის შეწირულთა სოფელთა და აგარაკთა დამტკიცების წერილი; მატიანე და დავთარი სამეუფოთა მოსახსენებელთა და ამბავთ აღწერა; ტომარი და გრაგნილი გრძლად გარდაბმულთა აღწერათა წიგნი; განაჩენი განსაგებელთა საქმეთა, ანუ ცილობათა გარდაჭრის წერილი; დიათიკე, ანუ ანდერძნამაგი თჳთოეულის კაცისგან თჳსის ქონების გარიგებისა, ანუ ნათესავთა თჳსისთადმი შემდგომად თჳსსა აღსასრულებელად მიცემული დარიგება; ეპიტაჶია საფლავთა ზედა წარწერილობა; სვისტატიკოსი, გუმანსარი ანუ გომაზარი სამოწმო წერილი; ეპისტოლე და უსტარი მოკითხვათა და სასაქმოთათჳს მინაწერი; შეკრულობა და მუჰრაკი ხელითწერილი პირობათა დასამტკიცებელი; დივანი და ნუსხა წარსაგებელთ აღწერა; ავთარი და ბარათი მცირე რამ ნაწერი; პიტაკი სავადრებელი ან მოხსენების წერილი უაღრესთადმი. კუალად არიან წერილნი: <გაყრილობისა, განშორებისა, სყიდვისა, გაცულისა, პირობისა, ამხანაგობისა და მისთანათა, გარნა სყიდვისას სუკუთრად ეწოდების ნასყიდობა, ნასყიდობის წერილი და ნასყიდობის სიგელი, ანუ წიგნი მოგებისა. ამათ ყოველთა პირსა ანუ გარდაღებულსა სახესა - პაჭენისი, რომელია კოპია და თურქთა ენით სავადი.

Грузинский толковый словарь с русскими комментариями. 2013.

Игры ⚽ Поможем написать реферат

Смотреть что такое "წერილი" в других словарях:

  • საგარანტიო წერილი — იშიფრება, როგორც დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გარანტსა და ბანკკრედიტორს შორის ხელშეკრულებას, ვინაიდან გადახდის არარეალურობის შემთხვევაში გარანტიის მიხედვით კრედიტორს შეუძლია მიიღოს ეს წერილი, ამასთან უნდა არსებობდეს იმის მტკიცებულება, რომ… …   Georgian encyclopedia

  • ბიბლია — ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს წიგნებს (,,ბიბლონ“ წიგნი). იგულისხმება არა ნებისმიერი, არამედ ღვთივშთაგონებული და სულიწმიდის მადლით აღვსილი წიგნების კრებული. ეტიმოლოგიურად ,,ბიბლონ“ უკავშირდება ეგვიპტური მცენარის ,,პაპირუსის’’ (ქართულად ,,ჭილის’’)… …   Georgian encyclopedia

  • Screeve — A screeve is a term of grammatical description in traditional Georgian grammars that roughly corresponds to TAM (tense aspect mood) marking in the Western grammatical tradition. It derives from the Georgian word mts k rivi (მწკრივი), which means… …   Wikipedia

  • Кирион I — კირიონ I …   Википедия

  • ლუთერანიზმი — 1517 წელს ვიტენბერგის უნივერსიტეტის პროფესორის მარტინ ლუთერის მიერ ქალაქის ეკლესიის კარებზე გამოკრულმა ოთხმოცდათხუთმეტმა თეზისმა, საფუძველი ჩაუყარა ახალ მიმდინარეობას ქრისტიანულ რელიგიაში პროტესტანტიზმს, რომელმაც გერმანიასა და სკანდინავიაში… …   Georgian encyclopedia

  • რუსო ჟან ჟაკ — • შევიდა აზროვნების ისტორიაში როგორც ორიგინალური მამაცი, მებრძოლი პიროვნება, როგორც თავისი დროის კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების მწვავე კრიტიკოსი, რომლის იდეებმა უდიდესი ზეგავლენა მოახდინა შემდგომ ფილოსოფიაზე, პედაგოგიკაზე, მწერლობაზე,… …   Georgian encyclopedia

  • განაცხადი — სასამართლო ორგანოს წინაშე წარდგენილი წერილი ან განაცხადის სხვა ფორმა, რომლითაც პირი ითხოვს საქმის განხილვას ინდივიდუალური საჩივრის პროცედურის თანახმად; Source: კონორ ფოული/ წამების დასამარცხებლად : სახელმძღვ. მოსამართლეებისა და პროკურორებისათვის; …   Georgian encyclopedia

  • ენციკლიკა — რომის პაპის მიმართვა, წერილი ყველა კათოლიკესადმი პოლიტიკის, რელიგიის, მორალის და მისთ. საკითხებზე. Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] თბ. : თავისუფლების ინ ტი, 2002 …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»